ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალურია ოჯახური ვახშმისთვის!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გთავაზობთ ქათმის მომზადების კიდევ ერთ შესანიშნავ რეცეპტს ბერძნულად.

ინგრედიენტები

  • მაწონი ან ნატურალური იოგურტი - 1 ჭიქა
  • ქათმის ბარკლები - 2 კგ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ხმელი ორეგანო - 0,5 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ნიორი - 2-4 კბილი
  • ლიმონის წვენი - 2 ს/კ
  • ლიმონის ცედრა - 1 ს/კ
  • ოხრახუში - 1 პატარა კონა
მომზადების წესები
მომზადება:
მოამზადეთ ბერძნული მარინადი: ზეითუნის ზეთს შეურით იოგურტი, დაუმატეთ დაჭრილი ან დანაყილი ნიორი, პილპილი, მარილი, ორეგანო, ლიმონის წვენი და ცედრა. აურიეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
მყარ პაკეტში მოათავსეთ ქათმის ბარკლები და ჩაასხით მარინადი. მჭიდროდ მოუკარით თავი და ხელით დაპრისეთ, რათა ხორცს კარგად გაუჯდეს მარინადი. გააჩერეთ პაკეტი რამდენიმე საათი მაცივარში, ან მთელი ღამით.
შემდეგ გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. გადაიტანეთ ხორცი მარინადთან ერთად ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელში და გადააფარეთ ფოლა.
აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოხენით ფოლგა და შეაბრუნეთ ღუმელში, სანამ ხორცი არ დაიბრაწება.


ტეგები:
ქათამი მარინადი ნანახია: 32240