ქათმის ბარკალს წავუსვათ მარილი და წიწაკა. შევწვათ ღუმელში ან ტაფაზე.ხორცი რომ თითქმის მზად იქნება, მოვუმზადოთ ალუბლის სოუსი. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და ცოტა ზეთში მოვშუშოთ. ჩავამატოთ ალუბლები, ღვინო და ქონდრის ტოტი. ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. ალუბლების ნაწილი მსუბუქად ჩავსრისოთ რომ წვენი გამოუშვას. დაახლოებით 5-7 წუთში ცეცხლი გამოვურთოთ და დავამატოთ წიწაკა, დარიჩინი, მარილი. წიწაკის რაოდენობა გემოვნებით განვსაზღვროთ, თუმცა სიცხარე უხდება.თეფშზე გადავიტანოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები და მოვასხათ სოუსი. იგივე სოუსი უხდება ღორის ხორცსაც. გარნირად შეგვიძლია ბრინჯი მოვამზადოთ.