სალათა "თოვლის პაპის" ხელთათმანი
სალათა "თოვლის პაპის" ხელთათმანი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაიონეზი - გემოვნებით
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 150 გ
  • კიტრი - 1 ცალი
  • პომიდორი - 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 0,5 ცალი
  • კვერცხი მოხარშული - 2 ცალი
  • მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • კრაბის ჩხირები - 1 შეკვრა
მომზადების წესები
მომზადება:
გაშლილ ლანგარზე მოათავსეთ მოხარშული ბრინჯი და მიეცით ხელთათმანის ფორმა. ბადეისებურად მოასხით მაიონეზეი.
კრაბის ჩხირებს აათალეთ წითელი ნაწილი და გადადეთ გვერდზე, მოსართავად დაგჭირდებათ. თეთრი ნაწილი კი დაჭერით კუბიკებად და გაანაწილეთ ბრინჯის ზემოდან.
დაჭერით წვრილად ბოსტნეული: კიტრი, პომიდორი და ბულგარული. აურიეთ ერთმანეთში.
კრაბის ჩხირებს წაუსვით მაიონეზეი და დაალაგეთ ზემოდან დაჭრილი ბოსტნეული. კვლავ წაუსვით მაიონეზეი და გაანაწილეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხი.
დააფინეთ ზემოდან კიბორჩხალის წითელი ფენები მჭიდროდ, ზედმეტი ჩამოაჭერით.
გახეხეთ ყველი და გააკეთეთ მისგან "ხელთათმანის" ფუნფულა ნაწილი.
მაიონეზით დაახატეთ ფიფქი.

ტეგები:
ბოსტნეული სალათა ნანახია: 2765