დრო
15წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- კარტოფილი - 3 ცალი
- ქამა სოკო - 500 გ
- ხახვი - 1 თავი
- მჟავე კიტრი - 2 ცალი
- კვერცხი - 4 ცალი
- გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ
- მწვანე ხახვი - გემოვნებით
- მარილი და პილპილი - გემოვნებით
- მაიონეზი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
სოკო დაჭერით და მოხრაკეთ ხახვთან ერთად.
დანარჩენი ინგრდიენტები გახეხეთ სათითაოდ: მოხარშული კარტოფილი, კვერცხი, მჟავე კიტრი, ყველი - ყველაფერი მსხვილ სახეხზე.
სასალათეში მოათავსეთ ინგრედიენტები ფენებად: კარტოფილი, ქამა სოკო და ხახვი, მწვანე ხახვი, მაიონეზი, კიტრი, კვერცხი, მაიონეზი. დაფარეთ სალათა გახეხილი ყველით.
გემრიელად მიირთვით!