თაფლისა და ფორთოხლის ნამცხვარი შედედებული რძით
თაფლისა და ფორთოხლის ნამცხვარი შედედებული რძით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • კარაქი - 70 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • არაჟანი 10-15 % - 1 ს/კ
  • თაფლი - 2 ს/კ
  • ვანილის შაქარი - 10 გ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
  • კრემი:
  • ფორთოხლის წვენი - 80 მლ
  • შედედებული რძე - 1 ქილა
  • არაჟანი - 8 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ.
კვერცხში არუეირთ შაქარი, ვანილის შაქარი და თაფლი.
დაუმატეთ არაჟანი, კარაქი, ფქვილი გამაფხვიერებლით და მოზილეთ ელქსტიკური ცომი.
გააბრტყელეთ მთელ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 175 გრადუსზე დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში. ძალიან არ გამოაშროთ!
კრემისთვის: შედედებული რძე ათქვიფეთ ხელის სამბარით ფორთოხლის წვენთან და არაჟანთან ერთად. არეგულირეთ კრემის სისქე წვენისა და არაჟნის დამატებით.
ჯერ კიდევ ცხელი მზა ბისკვიტი გაყავით ორ ნაწილად და ჩამოაჭერით კიდეები.
წაუსვით ბისკვიტებს კრემი. გააჩერეთ რამდენიმე საათი და მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტის ჩამონაჭრები.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი დესერტი ნანახია: 6921