ეს საოცარი სასმელი ახალ წელს განსაკუთრებულს გახდის!
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სიდრი - (ვაშლის ღვინო) სურვილისამებრ, 2, 1/2 ჭიქა
  • წყალი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 1/3 ჭიქა
  • ვაშლი - წითელი, 3 ცალი
  • თეთრი მშრალი ღვინო - 2 1/2 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
გარეცხეთ და ამოაჭერით ვაშლს გულები. დაჭერით კუბიკებად.
შეათბეთ ქვაბში შაქარი, სანამ კარამელად არ გადაიქცევა. თან ურიეთ, რომ არ მიიწვას.
დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
ჩაყარეთ ვაშლი გრაფინში. დაასხით შაქრის სიროფი, სიდრი და თეთრი ღვინო. კარგად აურიეთ და სუფრასთან მიტანის წინ გააცივეთ.
გემრიელად მიირთვით!