"საშობაო ნაძვის ხე" ფენოვანი ცომისა და შოკოლადისგან - გააოცეთ ახლობლები!
"საშობაო ნაძვის ხე" ფენოვანი ცომისა და შოკოლადისგან - გააოცეთ ახლობლები!
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 2 ფირფიტა
  • ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი - 4 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
გააბრტყელეთ ფენოვანი ცომის ერთი ფირფიტა პერგამენტის ქაღალდზე და გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე.
ცომის შუაში დადეთ 4 სუფრის კოვზი ნუთელა.
კოვზის უკანა მხარით გაანაწილეთ შოკოლადი სამკუთხედის ფორმად.
სამკუთხედის ქვედა ნაწილმა მთლიანად უნდა დაფაროს ცომის ფირფიტის ქვედა კიდე.
დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა.
ამოჭერით სამკუთხედი მჭრელი დანით.
ახლა ყველაზე საინტერესო. "ხის" ქვედა ნაწილზე ამოჭერით 2 განიერი ზოლი ისე, რომ ცენტრში სიგრძე ზოლი (როგორც ხის მერქანი) დატოვოთ. შემდეგ გააგრძელეთ და დაჭერით ზოლები ხის მარჯვნივ და მარცხნივ კენწერომდე.
ქვედა ზოლები დაატრიალეთ ორჯერ სპირალისებურად.
ზედა ნაწილებში სპირაის მისაღებად ერთხელ დატრიალებაც საკმარისი იქნება.
დარჩენილი ცომისგან ამოჭერით ვარსკვლავი და მოათავსეთ ხის კენწეროზე.
სპეციალური ფუნჯით წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში.
15 წუთში თქვენი საშობაო ნაძვის ხე მზად იქნება! შეგილიათ დაუმატოთ თქვენი სურვილისამებრ გაფორმება.
ახლა კი ერთადერთი, რაც დაგრჩენიათ, მოატეხოთ ტოტი და დატკბეთ!
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
ფენოვანი ცომი შოკოლადი ნანახია: 6703