ქაშაყი ძვირფას ქურქში - საყვარელი სალათას საახალწლო ვარიანტი
ქაშაყი ძვირფას ქურქში - საყვარელი სალათას საახალწლო ვარიანტი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი ხიზილალა - 2 ს/კ
  • დამარილებული ქაშაყი - 1 ცალი
  • კარტოფილი - 2 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მაიონეზი - 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ.
გაარჩიერთ ქაშაყის ფილე და დატოვეთ ფილე.
გაშლილ თეფშზე დადეთ სერვისის რგოლი და მასში ააწყვეთ სალათა ფენებად:
მსხვილად გახეხილი კარტოფილი, ზემოდან ბადისებურად დაასხით მაიონეზი.
მეორე ფენა პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქაშაყი, კვლავ მაიონეზი.
მესამე ფენა წვრილად გახეხილი სტაფილო, შემდეგ გახეხილი კვერცხი, მარილი და პილპილი.
ზემოდან მოასხით მა იონეზი და დაადეთ წითელი ხიზილალა.
15 წუთში მოხსენით სერვისის რგოლი.
გემრიალდ მიირთვით!

ტეგები:
სალათა ქაშაყი ნანახია: 8388