ფხვიერ ცომში გამომცხვარი ბანანი
ფხვიერ ცომში გამომცხვარი ბანანი
დრო 120წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დიდი ზომის ბანანი - 3
  • ფქვილი - 200 გ
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 1 პატარა (ან ცივი წყალი, 50 მლ),
  • შაქარი - 3 ს.კ
  • მარილი
  • კვერცხი - ზემოდან გადასასმელად
მომზადების წესები
ცომი შეიძლება მოვმაზადოთ ხელით ან ბლენდერში. პირველ შემთხვევაში, კარაქი ცოტა დავარბილოთ ოთახის ტემპერატურაზე, თასში გავცრათ ფქვილი, შევურიოთ მარილი, შაქარი და ჩავყაროთ დაჭრილი კარაქი. ავსრისოთ ხელით სანამ ფხვიერ, ქვიშისებურ მასას არ მივიღებთ. ჩავამატოთ კვერცხი ან წყალი, ავურიოთ და შევკრათ გუნდად. შევდოთ მაცივარში 1 საათით. გამოვიღოთ, ორ ცელოფანს შუა გავაბრტყელოთ (ასე ზედმეტ ფქვილს აღარ აიკრავს) და დავჭრათ გრძელ ზოლებად. თითოეული ეს ზოლი შემოვახვიოთ გაფცქვნილ ბანანს, ისე რომ მთლიანად დავფაროთ. ცომის ნაპირები ერთმანეთზე უნდა გადადიოდეს. თავი და ბოლო შევუკრათ. გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და გამოავცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება, დაახლოებით 20-30 წთ.

თეფშზე მოვასხათ კარამელის სოუსი (რცეპტი იხ. "გემრიელი" # 4), ზედ დავდოთ თბილი დესერტი, შეგვიძლია მოვუდოთ ნაყინის ბურთი, ათქვეფილი ნაღები ან ცოცხალი ხილი. კარამელის სოუსი კი ძალიან უხდება.
თითოეულ ბანანს სჭირდება დაახლოებით 100 გ ცომის მასა, დამოკიდებულია ბანანის სიდიდეზე. ამ ინგრედიენტებით გამოდის დაახლოებით 300 გ ფხვიერი ცომის მასა, რაც 3-4 ბანანს ეყოფა.
ცომი კარგად ინახება მაცივარში რამდენიმე დღე.


ტეგები:
ფხვიერი ცომი კარამელი ბანანი ნანახია: 18413