ბრაუნის ხრაშუნები 20 წუთში
ბრაუნის ხრაშუნები 20 წუთში
დრო 20წთ
ულუფა 16
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 150 გ
  • კარაქი - 120 გ
  • კაკაო - 2 ს/კ
  • შაქარი - 200 გ
  • ვანილი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ფქვილი - 100 გ
  • მარილი
  • შოკოლადის ჩიფსი/დრაჟე - 125 გ
მომზადების წესები
მომზადება
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. შავი შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის
აბაზანაზე, დავუმატოთ კაკაო და შაქარი. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხები და ვანილი,
ბოლოს დავუმატოთ ფქვილი, მარილი და შოკოლადის მასა. კარგად ავურიოთ. საცხობ ფორმაში
ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, დავასხათ თითო ს.კ. ბისკვიტის მასა, ზემოდან მოვაყაროთ
შოკოლადის ჩიფსები და გამოვაცხვოთ 10-15 წთ.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ტეგები:
ნამცხვარი ბრაუნი ნანახია: 8682