იხვი საშობაოდ
იხვი საშობაოდ
დრო 3წთ
ულუფა 8
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს ზეიმობს. ევროპის ქვეყნებში სადღესასწაულო
სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი ფრინველის ხორცი. ბატი, ინდაური ან იხვი
ყველაზე ხშირად გამოიყენება.

ინგრედიენტები

  • იხვი - 1 ცალი საშუალო ზომის
  • შავი ქლიავის ჩირი - 10 ცალი
  • ვაშლი - 3 ცალი
  • ბრენდი - 1/4 ჭიქა
  • თეთრი მშრალი ღვინო - 1/4 ჭიქა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება
ქლიავის ჩირს დავასხათ ბრენდი და 1 საათით დავდგათ, რომ გაუჯდეს. იხვს შიგნიდან და
გარედან მარილი და პილპილი მოვაყაროთ, მუცელში ჩავუწყოთ ოთხად დაჭრილი ვაშლები,
ქლიავი და ამოვკეროთ სამზარეულოს ძაფით. იხვი მკერდით ქვემოთ თუნუქის ფურცელზე
დავდოთ და ახალჩართულ ღუმელში შევდგათ. ტემპერატურას ავუწიოთ 160 გრადუსზე. 45 წუთის შემდეგ თუნუქის ფურცლის ცხიმი გადმოვწუროთ, ღუმლის ქვედა თაროზე წყლით სასე
თასი დავდგათ, ამოვატრიალოთ იხვი და კიდევ 2 სთ შევწვათ. უკანასკნელი 10 წუთის მანძილზე ტემპერატურას ავუწიოთ 250 გრადუსამდე და დავბრაწოთ. იხვის ცხიმში ავურიოთ ღვინო და მოვასხათ იხვს.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ტეგები:
ნანახია: 2966