პრასის მხალი ბროწეულით
პრასის მხალი ბროწეულით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პრასი - 1 მოზრდილი კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
  • ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ
  • ყვითელი ყვავილი - 1 ჩ/კ
  • გატარებული ნიგოზი - 2/3 ჭიქა
  • ბროწეულის მარცვლები - მოსართავად
  • მარილი და წიწაკა
  • ძმარი
მომზადების წესები
მომზადება
პრასი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და გავწუროთ. დავუმატოთ დაჭრილი ქინძი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დანაყილი ნიორი და ნიგოზი ავურიოთ, დავასხათ ძმარი, დავუმატოთ მარილი და წიწაკა. ნიგვზის მასა შევაზილოთ პრასს, ჩავდოთ სასალათეში და მოვრთოთ ბროწეულით.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ტეგები:
ნიგოზი პრასი ნანახია: 7383