ბოსტნეულის სათლელით თხელ გრძელ ფენებად დავჭრათ კიტრი. რადგან ძალიან თხელია, ორი ფენა დავადოთ ერთმანეთს.კრემ-ყველს დავამატოთ კამა, მარილი და პილპილი, ავურიოთ და ეს მასა დავადოთ კიტრის ფენებს. გადავახვიოთ. გავაფორმოთ ხიზილალით (სურვილით) და მივირთვათ. მსუბუქია და გემრიელი.კიტრის ხვეულების შიგთავსის შეცვლა შესაძლებელია ჩვენებური პიტნიანი ნადუღითაც.