უნაზესი კრემბრულე ბრენდით
უნაზესი კრემბრულე ბრენდით
დრო 2წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაღალცხიმიანი რძე ან დაბალცხიმიანი ნაღები - 600 მლ
  • კვერცხი - 6 ცალი
  • შაქარი - 2/3 ჭიქა + 2-3 ს/კ ზემოდან მოსაყრელად
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • ბრენდი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადება
რძე მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ ვანილი. კვერცხითა და შაქრით გოგლიმოგლი
ავთქვიფოთ, დავუმატოთ ბრენდი და წვრილი ნაკადით შევურიოთ რძეს, თან ვთქვიფოთ
(თუ გვსურს, რომ დესერტი მკვრივი გამოვიდეს, შეგვიძლია აქვე შევურიოთ 1 ს.კ. კარტოფილის
სახამებელი). მასა გადავანაწილოთ 6 ცეცხლგამძლე სუფლეს ან სხვა სასურველ ფორმაში. თუნუქის ფურცელზე დავასხათ იმდენი ცივი წყალი, რომ ფორმებს შუამდე მოადგეს, შიგ ჩავაწყოთ კრემით გავსებული ფორმები და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში
50 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ, ზემოდან მოვაყაროთ შაქარი და გრილის საშუალებით 1-2 წუთის განმავლობაში ზემოდან მოვბრაწოთ. მივირთვათ გაცივებული.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ტეგები:
დესერტი ნანახია: 2737