გარეცხეთ კარგად თევზი, გაასუფთავეთ, მოაჭერით თავი და კუდი. შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. მოაყარეთ მარილი და წაუსვით სოუსი. სოუსითვის უბრალოდ შეურიეთ ერთმანეთში მდოგვი და მაიონეზი. მოათავსეთ თევზის ნაჭრები ფოლგადაფენილ ლითნის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში ან აეროგრილში. შეწვით 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.