ლიმონის ფუმფულა კექსი სიმინდის ფქვილით
ლიმონის ფუმფულა კექსი სიმინდის ფქვილით
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
რჩევა
ამ ნამცხვრისთვის სასურველია გამოვიყენოთ წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი, მჭადისთვის განკუთვნილი ფქვილი არ არის მიზანშეწონილი. ამ ტიპის ფქვილს სუპერმარკეტებში ვიყიდით.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1,5 ჭიქა
  • სიმინდის ფქვილი - წმინდად დაფქული, 2/3 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ცალი, დიდი ზომის
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
  • მწიკვი ვანილი
  • კარაქი - 150 გ
  • ზეთი - 1 ს/კ
  • მაწონი - 100 მლ
  • შაქარი - 1,5
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება
კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე ავთქვიფოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, ლიმონის ცედრა და მაწონი. მასას დავუმატოთ ორივენაირი ფქვილი გამაფხვიერებელსა და ვანილთან ერთად. ცალკე გავთქვიფოთ ცილა ფაფუკი მასის მიღებამდე და შევურიოთ ცომს. ბოლოს დავუმატოთ ზეთი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში 2/3-ზე და გამოვაცხოთ 180 გადუსზე. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)
ტეგები:
ლიმონი კექსი ნანახია: 15859