გამოიყენეთ მხოლოდ 2 ინგრედიენტი და უგემრიელესი შოკოლადის კანფეტები 5 წუთში მზად არის!
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • შოკოლადის დროპსები - 3 ჭიქა

მომზადების წესები
მომზადება:
ჩაასხით შედედებული რძე ქვაბში და დაუმატეთ შოკოლადის დროპსი.
შედგით მიკროტალღურს ღუმელში 1 წუთით მაქსიმალურ სიძლიერეზე, ან გაადნეთ წყლის აბაზანაზე.
შემდეგ კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
აიღეთ ოთხკუთხედი, ფოლგადაფენილი ფორმა. წაუსვით კარაქი.
ჩაასხით მასა, მოასწორეთ ზედაპირი და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
გამოიღეთ მაცივრიდან, მოაცილეთ ფოლგა და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
შოკოლადი დესერტი ნანახია: 14245