შინ მომზადებული ხახვის ფრანგული სოუსი - არ შეედრება ნაყიდს!
შინ მომზადებული ხახვის ფრანგული სოუსი - არ შეედრება ნაყიდს!
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 1/4 ჭიქა
  • კარაქი - 4 ს/კ
  • ხახვი - 2 მოზრდილი თავი
  • კაიენური წიწაკა - მწიკვი
  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი - 1/2 ჭიქა
  • მაიონეზი - 1/2 ჭიქა
  • ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) - 115 გ
მომზადების წესები
მომზადება:
1. ზეთი და კარაქი მოათავსეთ ტაფაზე, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი
3. თუშეთ 10 წუთი, თან ურიეთ.
4. დაუკელით ცეცხლს და ხრაკეთ ხახვი, სანამ კარამელისფერს არ მიიღებს.
5. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.
6. გადაიღეთ რამდენიმე კოვზი მოხრაკული ხახვი ცალკე გარნირისთვის.
7. დანარჩენი მოათავსეთ კომბაინში, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.
8. ათქვიფეთ კარგად.
9. სუფრასთან მიტანამდე გააცივეთ მაცივარში. სუფრასთან მიტანამდე, დაუმატეთ ცალკე გადანახული მოხრაკული ხახვი.
10. სოუსი მაცივარში ინახება 4-6 დღე.

გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
სოუსი ხახვი გარნირი ნანახია: 2628