მანდარინის არომატული კექსები სიროფით
მანდარინის არომატული კექსები სიროფით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 125 გ
  • შაქარი - 130 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • 2 ცალი მანდარინის ცედრა
  • ფქვილი - 120 გ
  • იოგურტი ან მაწონი - 80 მლ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • სიროფისთვის:
  • შაქარი - 100 გ
  • ლიმონის წვენი - 60 მლ
  • მანდარინის წვენი - 60 მლ
მომზადების წესები
მომზადება:
თუკი ადრე გიცდიათ კექსების გამოცხობა, აუცილებლად გეცოდინებათ მისი ცომის მომზადება.
თავდაპირველად დაარბილეთ კარაქი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ ხელის ზამბარით ათქვიფეთ შაქართან ერთად, სანამ ფაფუკ, თეთრ მასას არ მიიღებთ.
გააგრძელეთ თქვეფა და სათითაოდ შეურიეთ კვერცხი. დაუმატეთ ეს მასა ფქვილისა და გამაფხვიერებლის შერეულ მასას, დაუმატეთ იოგურტი და მანდარინის ცედრა.
გაანაწილეთ ცომი კექსის ფორმებში, რომლებსაც წინასწარ კარაქს წაუსვამთ.
აცხვეთ 180 გრადუსზე 12-13 წუთი.
გამომცხვარი კექსები ფორმებშივე გააცივეთ და შემდეგ გადმოიღეთ.
ამასობაში დაიწყეთ სიროფის მომზადება. შეურიეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი ერთმანეთში. დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
გადმოიღეთ კექსები ფორმებიდან და მოასხით ცხელ-ცხელი სიროფი.
სურვილისამებრ მორთეთ კექსები ცედრით ან მანდარინის ლებნებით.

გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
კექსი მანდარინი სიროფი ნანახია: 4134