ღუმელში კანიანად გამომცხვარი კარტოფილი ყველით
ღუმელში კანიანად გამომცხვარი კარტოფილი ყველით
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 8 ცალი
  • კარაქი - 30 გ
  • კამა - გემოვნებით
  • ნიორი - გემოვნებით
  • ყველი - 50 გ
  • მაიონეზი - 1 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
დაარბილეთ კარაქი ოთახის ტემპერატურაზე. გარეცხეთ კარტოფილი და ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, დაალაგეთ კარტოფილი ღუმელის ლითონის ცხაურზე და აცხვეთ 35049 წუთი.
სანამ კარტოფილი ცხვება, გახეხეთ ყველი და შეურიეთ დარბილებულ კარაქს, მაიონეზს. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და ნიორი. გააკეთეთ მიღებული მასისგან 8 პატარა ბურთულა.
მზა კარტოფილზე გააკეთეთ ჯვრისებური ჩანაჭრები და ამოჭერით 1 სმ რბილობი, თითქმის შუამდე. მოათავსეთ ყველის მასის ბურთულები და შეაბრუნეთ კარტოფილი ღუმელში კიდევ 2 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი ყველი ნანახია: 19627