1 ჭიქა ბულგურს დავასხათ 1.5 ჭიქა წყალი და მოვხარშოთ წყლის დაშრობამდე. პარალელურად, წვრილ კუბიკებად დავჭრათ კიტრი და პამიდორი, დავჭრათ მწვანილიც.მოხარშული ბულგური რამდენიმე წუთის განმავლობაში შევაგრილოთ, გადავიტანოთ ღრმა თასში, ჩავამატოთ ლიმონის წვენი და ზეთი, შევურიოთ ბოსტნეული და მწვანილი. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად ამოვურიოთ და თბილი მივიტანოთ სუფრასთან. არაბები ტაბულეს ხორცეულთან ერთად მიირთმევენ.