1. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი და 150 გ შაქარი2. გააკეთეთ შუაში ჩაღრმავება, ჩაასხით წყალი, ზეითუნის ზეთი და ჩაახალეთ კვერცხის გულები.3. ათქვიფეთ ცილა სამ ეტაპად: ჯერ მარტო ცილა, ცოტა ხანში დაუმატეთ ლიმონმჟავა, მიიყვანეთ გასქელებამდე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი ისე, რომ მთლიანად გადნეს.4. ბეზეს მესამედი დაუმატეთ ცომში, ამოურიეთ ქვემოდან ზემოთ. შემდეგ დაუმატეთ მეორე მესამედი და დარჩენილი ბეზე.5. 24-26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ჩაასხით ბისკვიტის ცომი.6. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 45 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.რჩევა: ბისკვიტს ღუმელიდან გამოცხობისთანავე ნუ გამოიღებთ, რათა არ ჩავარდეს.