როგორ გამოვაცხოთ ე.წ. "შიფონის" ბისკვიტი ტორტებისთვის?
დრო 70წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
"შიფონის" ბისკვიტი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავედება, რომ ის გამოდის ბევრად ნაზი, ნოტიო და არ შრება ზედმეტად. ამასთან გარდა იმისა, რომ ის ტორტების საფუძვლად გამოდგება, დამოუკიდებელ ნამცხვრადაც, კრემის გარეშეც ძალიან გემრიელია!

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კვერცხის ცილა - 6 ცალი
  • გამაფხვიერებელი - 2,5 ჩ/კ
  • წყალი - 140 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 90 მლ
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • შაქარი - 250 გ
  • მწიკვი მარილი
  • ლიმონის მჟავა - 0,25 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადება:
1. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი და 150 გ შაქარი
2. გააკეთეთ შუაში ჩაღრმავება, ჩაასხით წყალი, ზეითუნის ზეთი და ჩაახალეთ კვერცხის გულები.
3. ათქვიფეთ ცილა სამ ეტაპად: ჯერ მარტო ცილა, ცოტა ხანში დაუმატეთ ლიმონმჟავა, მიიყვანეთ გასქელებამდე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი ისე, რომ მთლიანად გადნეს.
4. ბეზეს მესამედი დაუმატეთ ცომში, ამოურიეთ ქვემოდან ზემოთ. შემდეგ დაუმატეთ მეორე მესამედი და დარჩენილი ბეზე.
5. 24-26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ჩაასხით ბისკვიტის ცომი.
6. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 45 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

რჩევა: ბისკვიტს ღუმელიდან გამოცხობისთანავე ნუ გამოიღებთ, რათა არ ჩავარდეს.
ტეგები:
ტორტი ბისკვიტი ნანახია: 70668