მომზადება:გაახურეთ დიდი ტაფა საშუალო ცეცხლზე. დაასხით ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ კარაქი. მოხრაკეთ მასში დაჭრილი ხახვი და ნიორი. თუშეთ 2-3 წუთი.შემდეგ დაუმატეთ ტომატის სოუსი და თუშეთ 20 წუთი, სანამ სოუსი არ გამუქდება და გასქელდება.დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ დაახლოეთბი 2 ჩ/კ მარილი.დაუმატეთ მაკარონი და მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად.როცა სოუსი გასქელდება, გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ 5 წუთი.დაუმატეთ ნაღები და აურიეთ.დაუმატეთ ½ ჭიქა გახეხილი პარმეზანი.მიღებული სოუსი აურიეთ მოხარშულ და გადაწურულ მაკარონში. სუფრასთან მიტანისას ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.გემრიელად მიირთვით!