ფქვილი გაცერით და და უმატეთ მარილი და სოდა. ჩაასხით მაწონი ან კეფირი და მოზილეთ არც ისე მაგარი ცომი. გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მა ცივარში მთელი ღამით. კარტოფილი მოხარშეთ. დაუმატეთ კარაქი და თბილი რძე, მარილი და გააკეთეთ პიურე. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ ცომი, დაანაწილეთ დაახლოებით 50 გ-იან ბურთებად. გააბრტყელეთ თთოეული ბ ურთი ხელით, მოათავსეთ გულში 1,5 ჩ/კ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი. დადეთ ნაწიბურით დაბლა და გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქეზე. შეწვით გახურებულ ტაფაზე 2-3 წუთი. დაბრაწეთ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე. შემწვარი ღვეზელები გადაიტანეთ სუფთა ჩაის ტილოზე, წაუსვით კარაქი ორივე მხირდან და შეფუთეთ რამდენიმე წუთით. სუფრაზე მიიტანეთ არაჟანთან ერთად.