დელიკატესი, რომელიც პირში დნება - მარილწყალში გამოყვანილი სალა!
დელიკატესი, რომელიც პირში დნება - მარილწყალში გამოყვანილი სალა!
დრო 3წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
მოამზადეთ სალა ცხელ მარილწყალში და 3 დღეში ისიამოვნეთ უგემრიელესი დელიკატესით. დაუმატეთ ცოტაოდენი საყვარელი სანელებლები, რათა სალა უფრო არომატული და გემრიელი გამოვიდეს.

ინგრედიენტები

  • ახალი სალა - 500 გ
  • წყალი - 1,5 ლ
  • მარილი - 200 გ
  • დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
  • შავი პილპილის მარცვლები - 13 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • დაფქული წითელი წიწაკა - 5 გ
მომზადების წესები
მომზადება:
ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი მარცვლები და დაფნის ფოთლები. ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში.
მოათავსეთ სალა დიდ ჯამში ან ქვაბში, დაასხით ცხელი მარილწყალი, დააფარრეთ თეში და რაიმე სიმძიმე (წყლით სავსე ბოთლი ან ქილა).
მარილსყალმა უნდა დაფაროს სალა.
გააჩერეთ სალა მარილწყალში 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე.
3 დღეში ამოიღეთ მარილწყლიდან და წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
სალა მარილწყალი ნანახია: 116623