მაშ ასე, ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტო, 700 გ ფარში, სანელებლები... და დღის კერძი მზად არის!
მაშ ასე, ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტო, 700 გ ფარში, სანელებლები... და დღის კერძი მზად არის!
დრო 1წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ღუმელში მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტოს რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
  • საქონლის ხორცის ფარში - 700 გ
  • ბულგარული წიწაკა - კუბიკებად დაჭრილი, 300 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ოხრახუში - ერთი კონა
  • მდოგვი - 1 ს/კ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ხაჭო - 100 გ
  • ხმელი ქონდარი - დაფქული, 1 ჩ/კ
  • პაპრიკა - 1 ჩ/კ
  • ორეგანო - 1 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ბეკონის ან ლორის ფირფიტები - 200 გ
მომზადების წესები
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტოს ყუნწი ჩაჭერით ჯვრის ფორმად.
მოწალეთ მარილწყალში 10 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ.
საქონლის ფარშს შეურიეთ დაჭრილი ბულგარული, წვრილად დაჭილი ხახვი, ოხრახუში და სანელებლები, გარდა ლორისა: ის მოსართავად დაგჭირდებათ.
კარგად აურიეთ ფარში! თუკი ბულგარულს სხვადასხვა ფერს აიღებთ - ყვითელს, მწვანეს, წითელს - კერძი უფრო ლამაზი გამოვა...
მოათავსეთ მოწალული კომბოსტო გამოსაცხობ ფორმაზე ან ფირფიტაზე. ფარში გაანაწილეთ კომბოსტოს ზედაპირზე.
მორთეთ კერძი ლორის თხელი ფირფიტებით.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ერთი საათის განმავლობაში.
როცა ლორი მობრაწება, კერძი მზად არის.
მიიტანეთ კერძი სუფრასთან ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!