საოცარი ტორტი მხოლოდ 4 ინგრედიენტით - მზადდება ელემენტარულად!
საოცარი ტორტი მხოლოდ 4 ინგრედიენტით - მზადდება ელემენტარულად!
დრო 45წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • შედედებული რძე - 300 გ
  • არაჟანი - 100 გ
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი სეზონზე - 200 გ
მომზადების წესები
მომზადება:

გაალღვეთ მზა ცომი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად, ოთახის ტემპერატურაზე.
გაყავით 4-5 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული.
ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას, რათა გამოცხობისას ფენები ძალიან არ ამოიბურცოს.
გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ სათითაოდ 220 გრადუსზე დაახლოებით 12-15 წუთი.
კრემისთვის ათქვიფეთ ერთად არაჟანი და შედედებული რძე ნაზი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
გაჭერით გამოკურკული ალუბალი შუაზე.
გამომცხვარი ფენები გააცივეთ.
ააწყვეთ ტორტი: დადეთ პირველი ფირფიტა, წაუსვით კარგად კრემი და გაანაწილეთ ზემოდან ალუბლები.
დაადეთ შემდეგი ფირფიტა და კვლავ წაუსვით კრემი, შემდეგ ალუბალი და ასე შემდეგ.. იგივე თანამიმდევრობით. თითოეულ ფენას ოდნავ დააწექით ხელით, რათა ფირფიტები მჭიდროდ "დაჯდეს".
წაუსვით ზემოდან კრემი კარგად, გვერდებზეც. მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი, რომელსაც ტორტის აწყობამდე ჩამოაჭრით ფენებს.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ტორტი კრემი ფენოვანი ცომი ნანახია: 25426