ნაზი ბისკვიტი მოცხარით
ნაზი ბისკვიტი მოცხარით
დრო 40წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 3
  • ფქვილი - 90 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 პაკეტი
  • შაქარი - 150 გ
  • არაჟანი - 2 ს.კ
  • ვანილი
  • მოცხარი - 1/2 ჭ
მომზადების წესები
გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და 2-3 წვეთ ლიმონის წვენთან ერთად ბეზეს კონსისტენციამდე.

კარაქი გავადნოთ ან ძალიან დავარბილოთ, შევათქვიფოთ მიქსერით შაქარი და კვერცხის გულები. დავამატოთ არაჟანიც. დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შევურიოთ ვანილი. ამ მასაში ჩავამატოთ გათქვეფილი ცილა. სპეციალური ნიჩბის ან ხის კოვზის დახმარებით, დელიკატურად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით შევურიოთ. საბოლოო მასა უნდა იყოს კრემოვანი, ბუშტუკებით სავსე და ჰაეროვანი. ბევრი არ ვურიოთ, თორემ ბეზე გაწყალდება და დავარდება.

24 სმ დიამეტრის ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, მსუბუქად გავპოხოთ ცხიმით და მოვაფრქვიოთ საფანელი. გადავიტანოთ ცომი, თანაბრად გავანაწილოთ და ზემოდან მოვაყაროთ მოცხარი. მორევა არ უნდა. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარს,თბილსვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა, გავაცივოთ და მოვრთოთ ცოცხალი მოცხარით.