მარტივად მოსამზადებელი, უგემრიელესი ქათმის ფლავი ჩემი დაქალის რეცეპტით
მარტივად მოსამზადებელი, უგემრიელესი ქათმის ფლავი ჩემი დაქალის რეცეპტით
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 3 ცალი
  • ბრინჯი - 0,5 კგ
  • ზეთი
  • დაფქული ძირა - 1 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით
  • ნიორი - 5 კბილი
მომზადების წესები
მომზადება:
ზეთი გააცხელეთ ქვაბში, ჩაყარეთ ბრინჯი და კარგად მოურიეთ.
დაასხით ბრინჯს ადუღებული წყალი, ისე, რომ 2 სმ-ით დაფაროს ბრინჯი.
მოაყარეთ მარილი გემოვნებით და დადგით დაბალ ცეცხლზე წყლის ბოლომდე ამოშრობამდე.
ნივრის კბილები გაჭერით შუაზე, დაუმატეთ ბრინჯს, დაასხით 100 მლ წყალი და დააფარეთ თავსახური.
ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი.
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და მოხრაკეთ მასში გახეხილი სტაფილო, დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე.
ხრაკეთ 10 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ. შემდეგ დააფარეთ თავსახური და თუშეთ კიდევ 5 წუთი.
ბრინჯი გადაიტანეთ ჯამში და დაუმატეთ მოხრაკული ქათმის ფილე და სტაფილო, დაუმატეთ ძირა და კარგად ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ფლავი ქათმის ფილე ნანახია: 18985