უგემრიელესი მობრაწულა სოკოთი და კარტოფილით. ისეთი მარტივია, ხშირად მოამზადებთ!
+ N/A
უგემრიელესი მობრაწულა სოკოთი და კარტოფილით. ისეთი მარტივია, ხშირად მოამზადებთ!
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 350 გ
  • კარტოფილი - 600 გ
  • ხახვი - 150 გ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 150 გ
  • არაჟანი 27%-30% - ან მაიონეზი,
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
მოხარშეთ სოკო.
მოხარშეთ კარტოფილი.
დაჭერით ხახვი ალყა-ალყა და მოხრაკეთ ზეთში.
კარტოფილი დაჭრით მრგვალ ნაჭრებად.
ყველი გახეხეთ.
გამოსაცხობ ფორმაში გაანაწილეთ კარტოფილის ნახევარი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, წაუსვით არაჟანი ან მაიონეზი.
შემდეგ ფენად გაანაწილეთ სოკო, მოაყარეთ მარილი და პილპილი, წაუსვით არაჟანი ან მაიონეზი.
შემდეგ გაანაწილეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დარჩენილი კარტოფილი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი სოკო მობრაწულა ნანახია: 5130