მომზადება:გაცერით ფქვილი, შეურიეთ გამაფხვიერებელი და შაქრის პუდრა. დაუმატეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი და ალკოჰოლი. მოზილეთ რბილი ცომი. თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ ცოტა ფქვილი. მოათავსეთ ცომი მაცივარში.ვაშლი გაფცქვენით, გახეხეთ მსხვილად, ან დაჭერით პატარა კუბიკებად. მოასხით ლიმონის წვენი.პუდინგს დაასხით ვაშლის წვენი და მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად. ცეცხლზე დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან მასა სწრაფად სქელდება. ცხელ-ცხელი პუდინგი დაასხით ვაშლს და აურიეთ.ცომი გააბრტყელეთ, გაანაწილეთ ღრმა ფორმაში, ამოუწიეთ კიდეები. ამ ნამცხვრისთვის მოსახერხებელია დასაშლელი ფორმა. დაასხით ცომზე ვაშლისა და პუდინგის მასა.შედგით ნამცხვარი 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით.გამოცხობის შემდეგ, გამორთეთ გაზი, მაგრამ ნამცხვარი დატოვეთ დახურულ ღუმელში კიდევ ერთი საათით. გაცივების შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და შედგით მაცივარში მთელი ღამით.ახლა მოამზადეთ ნამცხვრის ზედა ფენა. გაადნეთ ჟელატინი 50 მლ ცხელ წყალში და გააგრილეთ.იოგურტი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად და ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, ჩაუმატეთ ჟელატინი. მიღებული მასა დაასხით გაცივებულ ნამცხვარს. კვლავ შედგით დესერტი მაცივარში. ერთ საათში შეგიძლიათ დაჭრათ და გემრიელად მიირთვათ!