ხრაშუნა ბრუსკეტა სოკოთი და ყველით
ხრაშუნა ბრუსკეტა სოკოთი და ყველით
დრო 15წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პურის ნაჭერი - 8 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ქამა სოკო - 250 გ
  • ქორფა სალათის ფოთლები, სასურველია რუკოლა - 1 კონა
  • ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
შეწვით პური გრილზე. გახეხეთ ნიორი, მოაყარეთ გახუხულ პურს და მოასხით ზეითუნის ზეთი.
ქამა სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით. მოხრაკეთ ზეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
გახეხეთ პარმეზანი. რუკოლას ფოთლები გარეცხეთ და გააშრეთ.
გახუხულ პურებზე გაანაწილეთ დაჭრილი რუკოლა და მოხრაკული სოკო. მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. მოასხით ზეითუნის ზეთი.

გემრიელად მიირთვით
ტეგები:
პური ნანახია: 1562