ხაჭოსა და მანის მობრაწულა - ჩიზქეიქი მარტივად!
ხაჭოსა და მანის მობრაწულა - ჩიზქეიქი მარტივად!
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მანის ბურღული - 1/2 ჭიქა (90 გ)
  • კეფირი - 1 ჭიქა (240 მლ)
  • კვერცხი - 5 ცალი
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა (100 გ)
  • ხაჭო - 500 გ
  • გამაფხვიერებელი - 1,5 ს/კ
  • ვანილის შაქარი - 2 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • კარაქი - ფორმაზე წასასმელად
  • ფქვილი - ფორმაზე მოსაყრელად
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
მანის ბურღულს დაასხით კეფირი, აურიეთ და გააჩერეთ, რათა გაფუვდეს.
გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. წაუსვის კარაქი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
კვერცხის გულები გააცალკევეთ ცილისგან. ათქვიფეთ ცილა ბეზეს კონსისტენციის მიღებამდე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და ლიმონის წვენი.
ათქვეფილი ბეზე მოათავსეთ მაცივარში.
ამასობაში კი ხაჭო, 5 კვერცხის გული, დარჩენილი შაქარი, ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი, გამაფხვიერებელი ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღაბამდე.
დაუმატეთ გაფუებული მანისა და კეფირის მასა და კვლავ კარგად აურიეთ.
ძირითად მასას ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ბეზე.
მზა ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-55 წუთით.
გამომცხვარი მობრაწულა გააჩერეთ ფორმაში გაცივებამდე. შემდეგ კი გადმოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
ხაჭო ჩიზქეიქი ნანახია: 2611