გარეცხილი, გასუფთავებული ხურტკმელი შუა-შუა გავჭრათ ან ბოლოები დავუსეროთ, დავაყაროთ შაქარი და დავასხათ წყალი. დვადგათ მთელი ღამით. დილით დავდგათ ცეცხლზე და დაბალ ცეცლხზე ვხარშოთ. ხანდახან ამოვურიოთ, რომ არ მიიწვას. ვადუღოთ 5 წუთი და გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ კვლავ დავაბრუნოთ ცეცლხზე და 15 წუთი ვადუღოთ. დუღილის დროს გამუდმებით ვურიოთ მურაბას. ცხელი მურაბით გავავსოთ ქილები და გავუკეთოთ სახურავები.თუ ხურტკმელის კანი ძალიან მაგარია, შეგვიძლია წინასწარ 5 წუთით მდუღარე წყალში მოვათავსოთ, სემდეგ კი გადავწუროთ და დავაყაროთ შაქარი.