მომზადება:გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზეფოლგის ქაღალდეი დააფინეთ მაგიდაზე, ზედ კი დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და შაქარი. დაუმატეთ კარაქი და ხელით აკეპეთ, სანამ უხეშ, ფხვიერ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ გარეცხილი ქიშმიში.ჭიქაში ერთმანეთში აურიეთ ვანილის ექსტრაქტი და 75 მლ ცივი წყალი. მიღებული მასა დაუმატეთ ფქვილის მასას და დანით აკეპეთ. შემდეგ კი ხელით მოზილეთ რბილი ცომი. თუ დაგჭირდათ, შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი.გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე დაახლოებით 20 X 28 სმ-ის ფირფიტად.წაუსვით ცომს ჯემი ისე, რომ კიდეებზე დატოვოთ 2 სმ ადგილი. გადაახვიეთ რულეტად და მოათავსეთ მომზადებულ პერგამენტის ქაღალდზე, რომლის ქვეშაც ფოლგაა მოთავსებული. გაახვიეთ რულეტი მჭიდროდ პერგამენტში, შემდეგ კი ფოლგაში - კიდეები მოუკარით ისე, რომ წყალი არ შევიდეს მასში.ღრმა გამოსაცხობ ფორმაში ჩადგით ცხაური, ზემოდან დადეთ გახვეული რულეტი. ფორმაში ჩაასხით ცხელი წყალი ისე, რომ ნახევრამდე გაივსოს, გადააფარეთ ფორმას ფოლგა და შედგით გახურებულ ღუმელში 1.45 სთ-ით.შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ ღუმელიდან ფორმა, მოაცალეთ ფოლგა და გადმოიტანეთ რულეტი დაფაზე.დაჭერით გაგრილებული რულეტი. სუფრასთან მიიტანეთ ნაღებით, ვანილის ნაყინით ან პუდინგისთვის განკუთვნილ კლასიკურ ნაღების სოუსთან ერთად.რჩევა: ფხვიერი ცომის მისაღებად კარაქი და წყალი უნდა იყოს ძალიან ცივი. და იდეალური იქნება, თუკი გამოცხობამდე 30 წუთით ცომს მაცივარში მოათავსებთ.