მომზადება:
კუბიკებად დაჭერით ხახვი და ნიახურის ღერები. სტაფილო დაჭერით წრეებად.
ღრმა, სქელძირიანი ქვაბი დადგით ცეცხლზე, ჩაასხით ზეთი და მოთუშეთ დაჭრილი ბოსტნეული თავდახურულ ქვაბში 4-5 წუთი.
წვრილად დაჭერით ნიორი და დაუმატეთ ბოსტნეულს, მოურიეთ და თუშეთ კიდევ 1-2 წუთი.
დაადეთ მოთუშულ ბოსტნეულს ზემოდან ქათამი.
დაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ქონდარი, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ წვნიანი დაბალ ცეცხლზე 1,5-2 საათი.
შემდგ ამოიღეთ ქათამი, გააცალეთ ძვლები. ხორცი ჩააბრუნეთ ქვაბში, დაუმატეთ ბულიონში მოხარშული მაკარონი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრინჯი, კარტოფილი ან წიწიბურა) და ამოურიეთ. წვნიანი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!