შეათბეთ რძე 38 გრადუსამდე და გახდენით მასში საფუარი. დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი, 2 ს/კ ფქვილი და კარგად აურიეთ.გააჩერეთ 15 წუთი თბილ ადგილას.შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი შაქარი, მწიკვი მარილი, 4 კვერცხის გული, დარბილებული კარაქი და ვანილინი.შემდეგ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გადაიტანეთ ცომი ზეთწასმულ ჯამშში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ნახევარი საათი თბილ ადგილას.ნახევარ საათში ჩაზილეთ ცომი და გააკეთეთ ფუნთუშები (დაახლოებით 15 ცალი გამოგივათ). დაალაგეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე (ოღონდ მჭიდროდ არა).გააჩერეთ კიდევ 15 წუთი, რათა გაფუვდეს. შემდეგ წაუასვით 1 კვერცხის გულისა და ნაღების ნარევი.აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.მიირთვით თბილ-თბილი ჩაისთან ან რძესთან ერთად.