ნამცხვარი დავფხვნათ, ავურიოთ თხილი და დავასხათ გამდნარი კარაქი. მასა ავზილოთ და მოვათავსოთ 24-26 სმ დიამეტრის ფორმაში. (სასურველია გამოვიყენოთ ისეთი ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება). ფხვიერი მასა თანაბრად გადავანაწილოთ ფორმის ძირსა და გვერდებზე. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 15 წუთი ვაცხოთ, შემდეგ გამოვიღოთ და გავაციოთ.კვერცხის გულები და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი, დავასხათ მდუღარე რძე და სწრაფად ავთქვიფოთ. კრემის მასა მოვათავსოთ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ მოდუღებამდე. კრემში ავურიოთ გახეხილი შოკოლადი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ვაცადოთ გაგრილება. ის არ უნდა იყოს ბოლომდე გაციებული, რომ ნამცხვრზე ადვილად გადავანაწილოთ. კრემი მოვათავსოთ გამომცხვარი ტარტის ფორმაში, 20 წუთით შევდგათ მაცივარში და შემდეგ მოვაყაროთ კენკრა. ამ ნამცხვრის მოსამზადებლად კენკრის ნაცვლად კარამელში ამოვლებული თხილი ან ნუში გამოვიყენოთ.