წვნიანი შემწვარი ქათამი ბოსტნეულით - ნოყიერი და გემრიელი ვახშამი მთელი ოჯახისთვის!
წვნიანი შემწვარი ქათამი ბოსტნეულით - ნოყიერი და გემრიელი ვახშამი მთელი ოჯახისთვის!
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკლები - 3 ცალი
  • კომბოსტო - 300 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • პომიდორი - 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მაიონეზი - 3-4 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • დაჭრილი მწვანილი - მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი ქათმის ბარკლებს, წაუსვით მაიონეზი და გააჩერეთ ერთი საათი მაცივარში.
წმინდად დაჭერით ან გახეხეთ კომბოსტო. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ბულგარული დაჭერით მოგრძო ჩხირებად. სტაფილო და პომიდორი - მრგვალ ნაჭრებად, ნიორი დაჭერით წვრილად.
გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ ბოსტნეული ფენებად: ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, ნიორი, და პილპილი და პომიდორი. ზემოდან დაადეთ ქათმის ნაჭრები და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შეწვით ერთი საათის განმავლობაში.
მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ქათამი ბოსტნეული ნანახია: 18215