მომზადება:ვაშლი გაფცქვენით, ამოაჭერით გულები, დაჭერით პატარა კუბიკებად, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი.ღრმა ტაფაში ჩააგდე ნახევარი ჩ/კ კარაქი, გაადნეთ, დაუმატეთ ვაშლი და ჩათუთქეთ. დაუმატეთ დარიჩინი და შაქარი. გულსართი მზად არის.ლავაშის ფირფიტებს წაუსვით დარჩენილი კარაქის ნახევარი, დაჭერით კვადრატებად.მოათავსეთ თითეოულ კვადრატზე ვაშლის გულსართი და დაკეცეთ კონვერტივით.კონვერტები მოათავსეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე, წაუსვით ზემოდან კარაქი და აცხვეთ 15 წუთი 200 გრადუსზე.კონვერტების მომზადება ღუმელის გარეშე, ტაფაზეც შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში გულსართისთვის და წასასმელად დაახლოებით 50 გრამი კარაქი დაგჭირდებათ.