კარტოფილი ფრისთან ერთად გამომცხვარი ქათმის ცხელი სალათა - ამის გასინჯვა ღირს!
კარტოფილი ფრისთან ერთად გამომცხვარი ქათმის ცხელი სალათა - ამის გასინჯვა ღირს!
დრო 45წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - მოხარშული, დაძენძლი ან დაჭრილი, 3 ჭიქა
  • ყველი ჩედერი - გახეხილი, 1 ჭიქა
  • კარტოფილი ფრი - ოდნავ დაჭყლეტილი, 1 ჭიქა
  • მაიონეზი - 1 1/2 ჭიქა
  • ნიახურის ღერები - დაჭრილი, 1 ჭიქა
  • ბეკონი ან ლორი - დაჭრილი და შემწვარი, 1/4 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 1/2 ს/კ
  • ვორჩესტერის სოუსი - 1 ჩ/კ
  • წვრილად დაჭრილი ხახვი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და ოთხკუთხედ ფორმას წაუსვით ცხიმი.
ჯამში ჩაყარეთ დაჭრილი ან დაძენძილი ქათმის მოხარშული ფილე, ზემოდან გახეხილი ყველი, დაჭრილი ინიახური და შემწვარი ლორი.
პატარა ჯამში ათქვიფეთ მაიონეზი, ლიმონის წვენი, ვორჩესტერის სოუსი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი.
მოასხით მიღებული სოუსი ქათმის მასას და აურიეთ.
გადაიტანეთ მიღებული მასა ცხიმწასმულ ფორმაში.
ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი კარტოფილის ჩიფსი და მოათავსეთ ღუმელში 25-30 წუთი.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
სალათა ქათმის ფილე ნანახია: 3827