მომზადება:შეურიეთ ცომისთვის განკუთვნილი ყველა მშრალი ინგრედიენტი, დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და დანით აკეპეთ.ცაკლე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი + კვერცხის რძესთან ერთად და დაუმატეთ მშრალ მასას, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და მოზილეთ ცომი.გადაიტანეთ ცომი სამუშაო ზედაპირზე, ააგუნდავეთ, ხელით გააბრტყელეთ და გადაკეცეთ შუაზე, შემდეგ კვლავ გააბრტყელეთ, კიდევ დაკეცეთ და ასე გაიმეორეთ 5-6-ჯერ.თუკი მოგეჩვენათ, რომ ცომი ზედმეტად მშრალია - დაუმატეთ რძე. გაყავით ცომი ორ ნაწილად და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.ამასობაში მოამზადეთ გულსართი: მიხაკს დაასხით მ დუღარე და გააჩერეთ გასაფუებლად 1 საათით. შემდეგ გადაუღვარეთ ზედმეტი წყალი და დააბლენდერეთ.დაუმატეთ მიხაკს რძე და თაფლი, ქიშმიში და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ 5-10 წუთი შესქელებამდე. თან შეუჩერებლად ურიეთ.ღუმელის ფირფიტაზე წაუსვით კარაქი ან დააფინეთ პერგამენტი.გააბრტყელეთ მაცივრიდან გამოღებული ცომი 5 მმ სისქის ფირფიტად ფქვილმოყრილ ზედაპირზე.ამოჭერით ჭიქიათ 7-8 სმ დიამეტრის წრეები. თითოეულ წრეს გულში ჩაუდეთ ჩის კოვზი გულსართი და მოუკარით თავები ისე, რომ სამკუთხედი მიიღოთ. დაუტოვეთ ცოტა ღია ადგილები.აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.გემრიელად მიირთვით!