დრო
30წთ
ულუფა
15
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- მზა ფენოვანი ცომი - 2 ფირფიტა
- შერეული ხორცის ფარში - 300 გ
- ხახვი - 1 თავი
- კვერცხი - 1 ცალი
- მარილი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადება:
დაჭერით ხახვი წვრილად და შეურიეთ ხორცის ფარშს. მოხრაკეთ ტაფაზე და თან ურიეთ.
გააბრტყელეთ ფენოვანი ცომის ერთი ფირფიტა ღუმელის გამოსაცხობი ფირფიტის ზომაზე და გაანაწილეთ მასზე ხორცის ფარში. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
დააფარეთ ზემოდან ცომის მეორე ფირფიტა და მოუკარით კიდეები.
მოაჭერით ზედმეტი ცომი ბასრი დანით.
წაუსვით ღვეზელს ათქვეფილი კვერცხის გული და ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას.
აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!