სახელდახელო შოკოლადის ბისკვიტი ჩაისთვის 5 წუთში!
სახელდახელო შოკოლადის ბისკვიტი ჩაისთვის 5 წუთში!
დრო 5წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2 ცალი
  • რძე - 10 ს/კ
  • ზეთი - 4 ს/კ
  • ფქვილი - 5 ს/კ
  • კაკაო - 3 ს/კ
  • შაქარი - 8 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ (ან სოდა ძმრით)
მომზადების წესები

მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ კაკაო და ფაქიზად ამოურიეთ.
დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, აურიეთ.
დაუმატეთ ზეთი და რძე და კარგად აურიეთ.
ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და შედგით მიკროტალღურს ღუმელში მაქსიმალურ სიძლიერეზე 4 წუთი.
 

ტეგები:
შოკოლადი ბისკვიტი ნანახია: 43521