ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ. უგემრიელესია სახლის ჩიფსებთან ან პურთან ერთად!
ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ. უგემრიელესია სახლის ჩიფსებთან ან პურთან ერთად!
დრო 45წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლორი - დაჭრილი და შემწვარი 1 ჭიქა (6-8 ფირფიტა)
  • ყველი ჩედერი - გახეხილი, 1 1/2 ჭიქა
  • არაჟანი - 2 ჭიქა
  • ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) - 230 გ (ოთახის ტემპერატურის)
  • მწვანე ხახვი - დაჭრილი, 1/3 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
დიდ ჯამში აურიეთ ნაღების ყველი, არაჟანი, ყველი ჩედერი, ლორი და მწვანე ხახვი.
გადაიტანეთ მიღებული მასა გამოსაცხობ ღრმა ფორმაში და შედგით ღუმელში.
აცხვეთ 30-35 წუთი, იქამდე, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება.
გამოიღეთ ღუმელიდან მიიტანეთ სუფრასთან ცხელ-ცხელი სახლის ჩიფსებთან ან ფუმფულა პურთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ლორი მობრაწულა ნაღების ყველი ნანახია: 4466