სახელდახელო მაკარონი-ჩიზბურგერი ტაფაზე!
სახელდახელო მაკარონი-ჩიზბურგერი ტაფაზე!
დრო 25წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 500 გ
  • პომიდორი - 300 გ
  • ბულიონი ან წყალი - 2 ჭიქა
  • მაკარონი - 300 გ
  • კარაქი - 2 ს/კ
  • რძე - 3/4 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • პილპილი - 1/2 ჩ/კ
  • სანელებელი "ტაკო" - 1 შეკვრა
მომზადების წესები

მომზადება:
ტაფაზე მოთუშეთ ფარში.
დაუმატეთ სანელებელი "ტოკო" და დაჭრილი პომიდორი.
დაასხით ბულიონი
როცა მასა ადუღდება, ჩაყარეთ მაკარონი.
დააფარეთ თავსახური და ხარშეთ, სანამ მაკარონი ბოლომდე არ მოიხარშება.
სანამ მაკარონი იხარშება, შეგიძლიათ მოამზადოთ სოუსი. ამისათვის გაადნეთ კარაქი ტაფაზე, დაუმატეთ ფქვილი კარგად აურიეთ და თუშეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ. მიიყვანეთ სოუსი ადუღებამდე.
შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
მიღებული სოუსი დაუმატეთ მაკარონისა და ხორცის მასას და ფრთხილად ამოურიეთ.
გააჩერეთ რამდენიმე წუთი ცეცხლზე და გადმოდგით.
გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
მაკარონი ხორცის ფარში ნანახია: 4830