ყველაზე არომატული და გემრიელი დესერტი - ვაშლის კრემი!
დრო 15წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაშლი - 10 ცალი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • თაფლი - 3 ს/კ
  • კვერცხის ცილა - 3 ცალი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესები
მომზადება:
ვაშლი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და თითოეული დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით.
აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.
შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, გააცივეთ, მოაცალეთ კანი და გულები, რბილობი გაატარეთ საცერში.
ვაშლის პიურეს დაუმატეთ გახეხილი ლიმონის ცედრა და წვენი.
დაუმატეთ თაფლი და აურიეთ კარგად.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად კვერცხის ცილა მკვრივი, ღრუბელივით მასის მიღებამდე.
შეურიეთ ბეზე ვაშლის პიურეს და კარგად აურიეთ.
შედგით მაცივარში 1 საათით.
შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ვაშლი კრემი დესერტი ნანახია: 1377