ცომისთვის გაქენით ერთმანეთში კარაქი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, ფქვილი, სოდა და მარილი.ყველაფერი კარგად აურიეთ, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში მიღებული ცომი და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. გულსართისთვის: ფორთოხალი გაფცქვენით დაჭერით ნაჭრებად, ამოაცალეთ კურკა, თუ აქვს და დააბლენდერეთ შაქართან და სახამებელთან ერთად. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გააბრტყელეთ და გაანაწილეთ გულსართი თანაბრად. გადაახვიეთ რულეტად, შეფუთეთ საკვების ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში კიდევ 15-20 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, დაჭერით სიგანეზე 3 სმ სისქის ნაჭრებად, დაალაგეთ პერგამენტაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში, დაბრაწვამდე. 5 წუთით ადრე ცხობის დამთავრებამდე, წაუსვით კვერცხისა და რძის ნარევი. გემრიელად მიირთვით!