მომზადება:ხბოს ხორცი ზეთში მოვბრაწოთ. ცოტა ხანში დავუმატოთ თხლად დაჭრილი კომში და ერთადმოვშუშოთ. 1-2 წუთში დავასხათ ცოტაოდენი კომშის კომპოტი, მოვაყაროთ შაქარი და როდესაცშაქარი სითხეში გაიხსნება, დაღერღილი წიწაკა, მარილი და პილპილი დავუმატოთ. სანამშაქარი კარამელიზაციას დაიწყებს, ტაფა მანამდე გდმოვდგათ ცეცხლიდან და თხლად დაჭრილი ნიგოზი მოვაყაროთ. კერძი ამოვიღოთ ლიმონის ნაჭრებზე, ზემოდან მოვასხათ თავისი სოუსი და ბროწეულის ნარშარაბი.რჩევაამ კერძს ძალიან უხდება ასევე მშრალი აჯიკა. ასევე გემრიელი გამოდის თუ ლიმონის ნაჭრებსხბოს ხორცის სოუსში შევბრაწავთ.ჟურნალი "გემრიელია" (იანვრის ნომერი)